“ძლიერი საქართველოს” ლიდერებმა, საბა ბუაძემ, ნინო წულაძემ და მიხეილ კაკაურიძემ ბრიფინგი გამართეს.
“დღეს თბილისის საკრებულოში ჩვენი დედაქალაქის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული და სამარცხვინო მერი, კახი კალაძე წარადგენს ყოველწლიურ ანგარიშს. ჩვენი კოალიცია, “ძლიერი საქართველო” და საკრებულოში ჩვენი ფრაქცია არ იღებს მონაწილეობას ამ ფარსში. არ გაგვაჩნია კითხვები იმ რეჟიმის წარმომადგენლებთან, რომლებიც ადამიანებს ქუჩაში უსწორდებიან და კახა კლაძე არის ამ რეჟიმის ერთ-ერთი გამორჩეულად სამარცხვინო სახე.
ერთადერთი, რისთვისაც ხელისუფლება სჭირდება კალაძეს და ივანიშვილს, არის ის, რომ თბილისელების ხარჯზე აკეთონ ფული. იპოდრომი გაასხვისეს, მწვანე შუქი აუნთეს იქ ურბანულ გენოციდს, ასევე მწვანე შუქი აუნთეს ლაგუნა ვერეს ადგილას უმძიმეს დანაშაულებს. ის კითხვები, რომლებიც არსებობს კალაძის მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულების შესახებ აუცილებლად დაისმევა საგამოძიებო ორგანოების მიერ მას შემდეგ, რაც შეიცვლება ხელისუფლება.
იმისათვის, რომ შევცვალოთ ხელისუფლება თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, რომ გაგრძელდეს ფართო საზოაგდოებრივი წინააღმდეგობა და პროტესტი, ამიტომაც, უკლებლივ ყველანი უნდა შევხვდეთ ისევ რუსთაველზე დღეს, ხვალ და იმდენი ხანი, რამდენიც იქნება საჭირო”,_ განაცხადა საბა ბუაძემ ბრიფინგზე.