ოზურგეთის 43 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი 21 იანვარს დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსს“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელმძღვანელმა მაკა ჭყონიამ დაუდასტურა.
“თავიდანვე ასე იყო გადაწყვეტილი და 21 იანვარს დაიწყება სააღმზრდელო პროცესი. მანამდე, კი, რამდენიმე ბაღში სარემონტო სამუშაოები იყო და ის დასრულდება“, _ გვითხრა მაკა ჭყონიამ.
როგორც ცნობილია, ზამთრის ვირუსების გამო, სასკოლო პროცესი 18 იანვრის ნაცვლად, 21 იანვარს განახლდება.