საბერძნეთში 44 წლის მაკა კაკაბაძე რამდენიმე წუთის წინ გარდაცვლილი იპოვეს, _ ინფორმაციას „შოთო სიხარულიძე-ქართველი ემიგრანტები” ავრცელებს.
„მოიხსენიეთ ახლადშესვენებული მაკა. საქართველომ კიდევ ერთი ემიგრანტი შვილი დაკარგა… 7-წლიანი ემიგრაციიდან ასე უნდა ჩასულიყავი მშობლიურ სამტრედიაში? ცხარე ცრემლებით დაგტირიან ათენის ემიგრანტები, ყველას ასე როგორ შეაყვარე თავი… ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენ გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? ყველაზე ზრუნავდი და ყველას მშველელი იყავი და მუხანათი სიკვდილის მოახლოება იქნებ ამიტომაც ვერ გაიგე?!
ცრემლით და დიდი ტკივილით უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი კისკისი და ტკბილი საუბარი. კეთილი და სამართლიანი იყავი და ეჭვი არასდროს შეგვეპარება, რომ ამ სოფლიდან ყველა შემოგაშველებს ლოცვას, ვისთვისაც შენი ამაგი უანგაროდ დაგიხარჯავს. ლამაზი და მშვენიერი წაგიყვანა, სადაც მართალნი განისვენებენ, ცათა სასუფეველში გადაინაცვლა შენმა ლამაზმა სულმა. არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინე.“
შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული. ვინც გიცნობდა ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ ლაღი, სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო , ემახსოვრებათ შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მონატრებული სამტრედიის მიწა– წერია ფეისბუქგვერდზე.