BBC-ის ინფორმაციით, საბერძნეთში ბრინჯაოს ხანის 2 სამეფო სამარხი აღმოაჩინეს, სადაც 3000 წელზე მეტი ხნის სამკაულები და არტეფაქტებია განთავსებული.
ამერიკელი მკვლევარების თქმით, აღმოჩენა ხელს შეუწყობს მიკენური ვაჭრობისა და კულტურის შესახებ ახალი ცნობების მიღებას.
კულტურის სამინისტროს განცხადებით, სიძველის გამო ორივე სამარხის გუმბათის ფორმის სახურავი ანტიკურ პერიოდში ჩამოიშალა, თუმცა, იმდენი ნამსხვრევი იყო, რომ მძარცველებმა ვერ შეძლეს სამარხების გაძარცვა.