საბერძნეთის კუნძულ ევიაზე, 2 სოფელში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ევაკუაციის მიზეზი ტყეში გაჩენილი ხანძარია.
მაუწყებლის ინფორმაციით, ივლისში, ხანძრის შედეგად საბერძნეთის დედაქალაქთან ახლოს 94 ადამიანი დაიღუპა.
როგორც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი აცხადებს, ხანძრის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვის ზრდას ხელი არალეგალურმა მშენებლობებმა შეუწყო, რადგან შენობების გამო ქუჩები დავიწროებულია.