მოსამართლის გადაწყვეტილება ე.წ. “საბოტაჟის საქმეზე” ცნობილია.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას ე.წ. საბოტაჟის საქმეზე 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ასევე, ჩამოერთმევა პასპორტი და პირადობის მოწმობა, საზღვარს კი თანხმობის გარეშე ვერ დატოვებს – გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მახარობლიძემ დახურულ სხდომაზე მიიღო.
ნიკა გვარამიას განცხადებით, ის გირაოს გადახდას აპირებს.
ზურაბ ჯაფარიძესა და გიორგი ვაშაძეს ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული, ხოლო მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მილიონ-მილიონ ლარის გირაო.


































































