დღეს შუა ამაღლების საჯარო სკოლაში დასწრებული სასწავლო პროცესი აღდგა. ამ დროისთვის კი წერტილოვანი შეზღუდვები სამ სკოლაშია დაწესებული, სრულად დისტანცირებულ რეჟიმზე მყოფი შუა სურების საჯარო სკოლა კი სასწავლო პროცესს ხვალ გაანახლებს. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა შორენა სიხარულიძემ განუცხადა.
“დისტანციურ სწავლებაზე გვყავდა შუა ამაღლების და შუა სურების საჯარო სკოლები. შუა ამაღლების საჯარო სკოლაში დღეს განახლდა სასწავლო პროცესი, შუა სურების საჯარო სკოლა კი დასწრებულ სასწავლო პროცესს სრულად აღადგენს ხვალისათვის.
მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა ზემო სურების სკოლაში, დიდი ვანის სკოლაში, ასევე იანეულის სკოლაში. რის გამოც რამდენიმე კლასი გადაყვანილია დისტანციური სწავლების რეჟიმზე”,_ გვითხრა სიხარულიძემ.