ლიმონი ჭიქის კიდეზე
ჩვენ ვიცით ლიმონის ანტიბაქტერიული თვისებების შესახებ, მაგრამ ვერცერთი ეს თვისება ვერ გაასუფთავებს შუშის კიდეს, რომელსაც ზოგჯერ ამშვენებს ლიმონის ან ფორთოხლის ნაჭერი. გამოცემა „Environmental Health“-ის თანახმად, 21 რესტორანში შემოწმებული 76 ჭიქიდან 70% შეიცავდა პათოგენებს. ასე რომ, სამწუხაროდ, არც ლიმონის ნაჭერს და არც სხვა საშუალებებს არ შეუძლია ჭიქის კიდის ბაქტერიებისგან გაწმენდა.
მანქანის საქარე მინა
არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მაშინაც კი, თუ წყალს იყენებთ შუშის გასაწმენდად, თქვენი საქარე მინის სარეცხი რეზერვუარი შესაძლოა მაინც შეიცავდეს ლეგიონელას. ეს არის საშიში ბაქტერიები, რომლებიც იწვევენ პნევმონიას. მათ შეუძლიათ შეაღწიონ ადამიანის სხეულში აორთქლების გზით. სწორედ ამ მიზეზით გვირჩევენ მეცნიერები თბილ სეზონზეც კი გამოიყენოთ სპირტის შემცველი საქარე მინის სარეცხი სითხე.
ახალი ტანსაცმელი
მრავალი კვლევის შემდეგ, რომელიც ჩატარდა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის დეპარტამენტში, დადასტურდა, რომ ბაქტერიები ხვდება მაღაზიების ახალ ტანსაცმელზე, რომლებიც ძირითადად ბინადრობენ კანზე, განავალში, გამონადენში, სასუნთქ სისტემაში. ამიტომ უმჯობესია კარგად გარეცხოთ ნებისმიერი ახალი ტანსაცმელი.
კონტეინერი კონტაქტური ლინზებისთვის
ჩინელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს და დაამტკიცეს, რომ კონტაქტური ლინზების შესანახ კონტეინერში გვხვდება სერატია და ოქროს სტაფილოკოკის ბაქტერია. თუ ეს ბაქტერიები მოხვდება თვალებში, შეიძლება ამას სერიოზული გართულებები მოყვეს, მათ შორის სიბრმავე. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია კორპუსის ყოველდღიურად ადუღებული წყლით გარეცხვა და შესანახი ხსნარი უნდა შეიცვალოს ყოველ ორ თვეში ერთხელ, ვინაიდან ამ დროს ის კარგავს ანტიბაქტერიულ თვისებებს.































































