ურთულესი სამხედრო ვითარებაა ამჟამად ხარკოვის მახლობლად, სუმის რეგიონში, ასევე უკრაინის სამხრეთით შეინიშნება. ამის შესახებ ukrinform-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ცოტა ხნის წინ განაცხადა.
„დღეს ჩვენს ქვეყანაში ყველაზე რთული ვითარებაა ხარკოვის მიმართულებით, სუმის რეგიონში და ქვეყნის სამხრეთით, სადაც საკმაოდ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და რუსეთის ფედერაციას შორის“, – განაცხადა მან.