წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ტრადიციები დაარღვია და განცხადება იმის შესახებ, თუ სად გაიმართება 2024 და 2028 წლებს ოლიმპიადები უკვე გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, 2024 და 2028 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლები პარიზი და ლოს-ანჯელესი იქნებიან.
მაუწყებლის ინფორმაციით, 2024 წელს პარიზი ოლიმპიადას მეორედ, 2028 წელს ლოს-ანჯელესი კი მესამედ უმასპინძლებს.