30 ივლისს, დღის 12 საათზე, გაიმართება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა, _ ინფორმაციას ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი, საკრებულოს სხდომა, შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში ჩატარდება.
ასევე, გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ჩანს, რომ სხდომაზე 7 საკითხს განიხილავენ.
ინფორმაციას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების შესახებ, დამსწრეებს ჩოხატაურის საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების ხელმძღვანელი, მაია გოგოლაძე წარუდგენს.
მაია გოგოლაძე ისაუბრებს, ასევე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის N18 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ზოტში მდებარე 167.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ – 28.23.21.560) სახელმწიფო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის საკითხზე ქონების მართვის განყოფილების უფროსი ვალერი ყაჭეიშვილი ისაუბრებს.
ვალერი ყაჭეიშვილი გააცნობს დამსწრეებს, ასევე, საკრებულოს სხდომაზე განსახილველ რიგით მეოთხე და მეხუთე საკითხებს: დაბა ჩოხატაურში წერეთლის ქ. #2-ში მდებარე შენობა-ნაგებობის მეორე სართულზე განთავსებული ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 35.20 კვმ ფართზე (ს/კ – 28.01.22.007) (თანდართული მეორე სართულის გეგმის მიხედვით) (მიწის (უძრავი ქონების) პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობის უფლებით, ა(ა)იპ ,,სოფლის განვითარების სააგენტო“-ს არსებობის ვადით გადაცემის თაობაზე;
დაბა ჩოხატაურში წერეთლის ქ. #1-ში მდებარე შენობა-ნაგებობის მეორე სართულზე განთავსებული ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 272.30 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის (თანდართული მეორე სართულის გეგმის მიხედვით) (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – #28.01.22.016.01.508) პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობის უფლებით, 2 (ორი) წლის ვადით გადაცემის თაობაზე.
რაც შეეხება განსახილველ მეექვსე საკითხს _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2021 წლის დამატებითი საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზების გეგმის დამტკიცების შესახებ, _ ამაზე პრივატიზების განყოფილების უფროსი-საჯარო დაწესებულების II სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ლელა მდინარაძე ისაუბრებს.
მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 6 თვის ანგარიშს _ ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის“ შესაბამისად სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის შესახებ კი დამსწრეებს მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი ნიკოლოზ დუმბაძე გააცნობს.