„სად და რატომ გააქრეთ ევროკავშირის დროშები?“- ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას კითხვით მიმართავს საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ირმა მგელაძე.
საქმე ისაა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ლანჩხუთის ცენტრი საზეიმოდ მორთეს ეროვნული დროშებით. თუმცა, წინა წლებისგან განსხვავებით არსად ჩანდა ევროკავშირის დროშა. არადა, 2023 წლის 26 მაისს, ლანჩხუთის ქუჩებში უხვად ფრიალებდა იგი, გასული წლის 26 მაისს კი მხოლოდ კულტურის სახლზე იყო გამოფენილი.
„არც კი გაგიგიათ (თუ არ წაგიკითხავთ), რომ არა ევროკავშირისა და ამერიკის აღიარება ეს დღე არც დადგებოდა.
შარშან თუ კაი იყო, წელს “ხიხიაა” ევროკავშირი?
“ქართული ოცნება”, რას დაამსგავსეთ და რად გადააქციეთ თვითმმართველობები???
თქვენი ორმაგი სტანდარტი“…-წერს მგელაძე.

































































