20 მაისს,11:30 საათზე სპორტული კლუბი „განთიადი“ უმასპინძლებს ჭაბუკთა და მოზარდთა საერთაშორისო ტურნირს ძიუდოში.
ტურნირის ორგანიზატორები არიან საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური და ძიუდოს კლუბი „განთიადი“ .
შეჯიბრება 2008 წლის 9 აგვისტოს ცხინვალში დაღუპული ილია ბაბუციძის სახელს ატარებს.
ილია ბაბუციძის სახელობის ჭაბუკთა და მოზარდთა საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში პირველად გაიმართება და მასში მინაწილეობას მიიღებენ 12-დან 16 წლამდე სპორტსმენები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და საქართველოდან. შეჯიბრი 21 მაისამდე გაგრძელდება.
ილია ბაბუციძე გახლდათ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მეოთხე ქვეითი ბრიგადის მებრძოლი,უფროსი ლეიტენანტი, დაჯილდოვებულია სიკვდილის შემდეგ საქართველოს უმაღლესი ჯილდოთი – ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით.
20 მაისი, შაბათიდასაწყისი 11:30 საათი სპორტული კლუბი „განთიადი“. მის: სამგორის რ-ნი, ი. ბაბუციძის ქუჩა #2
(R)