“შვილო დაწყნარდი, ნუ უზრდელობ”- ასე მიმართა ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს, 20 ივნისის ღამეს, ძალის გამოყენების ლეგიტიმურობისა და ე.წ. ნარინჯისფერი ტყვიების გამოყენებასთან დაკავშირებულ კითხვებზე.
ივანიშვილმა ჟურნალისტს კოლეგის პატივისცემისკენ მოუწოდა.
“სად გაიზარდე შვილო… კოლეგას მაინც ეცით პატივი, კითხვაზე მაპასუხებინე, კითხვა დასვა,”-მიმართა ივანიშვილმა ერთ-ერთ ჟურნალისტს.