“საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ავტოგზა ლენტეხი 99“ აწარმოებს საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-11 კმ-ზე მდინარე ხევისწყალზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
სამუშაოების წარმოებისათვის მიმდინარე წლის 30 ნოემბრამდე სავალი ნაწილი იქნება ჩაკეტილი და საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება დროებით შემოსავლელ გზაზე”,_ ვკითხულობთ საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციაში.