რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ვლადიმირ პუტინი პეტერბურგში გაფრინდა. ინფორმაცია მან საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტის” მიაწოდა.
მისი ინფორმაციით, პუტინი ამ დროისთვის კრემლშია და მუშაობს.
მანამდე სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვლადიმირ პუტინის პირადმა ბორტმა მოსკოვი დატოვა და რამდენიმე წუთში რადარებიდან გაქრა.