ხვალ, 26 მარტს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. როგორც ჩოხატაურის მერი, დავით შარაშიძე სოციალურ ქსელში წერს, მატჩის ყურება ჩოხატაურშიც იქნება შესაძლებელი სპოციალურად მოწყობილ ლედ ეკრანზე.
“ჩემო ჩოხატაურელებო!!!
ხვალინდელი მატჩის პირდაპირი ჩვენება გაიმართება ხელოვნების სასახლეში, სპეციალურად მოწყობილ ლედ ეკრანზე.
გთხოვთ, მობრძანდეთ და ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს”,_ წერს მერი სოციალურ ქსელში.