ესპანეთმა კანონი მიიღო, რომელიც დასაქმებულ ქალებს მისცემს საშუალებას სამსახურებიდან ანაზღაურებადი შვებულება აიღონ ციკლის გამო. ინფორმაციას euronews ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კანონი იძლევა სამდღიანი შვებულების უფლებას – მისი ხუთ დღემდე გახანგრძლივების შესაძლებლობით – ისეთი მძიმე პერიოდის მქონე პირებისთვის, ვისაც აწუხებთ ციკლის დროს ძლიერი კრუნჩხვები, თავბრუსხვევა და ა.შ.
შვებულებისთვის საჭიროა ექიმის მიმართვა და გადასახადს სახელმწიფო სოციალური უზრუნველყოფის სისტემა ანაზღაურებს.
კანონში ნათქვამია, რომ ახალი პოლიტიკა ხელს შეუწყობს სტერეოტიპებისა და მითების წინააღმდეგ ბრძოლას, რომლებიც ჯერ კიდევ აფერხებს ქალთა ცხოვრებას.