ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 8 663 135 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგან 4 245 777 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 460 005 ადამიანი გარდაიცვალა.
კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქსირდება. აშშ-ში ინფიცირების 2.2 მილიონზე მეტი შემთხვევა დასტურდება, გარდაცვლილი კი 119 000-ზე მეტი ადამიანია.
რაც შეეხება ბრაზილიას, კორონავირუსით დაინფიცირების 1.1 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, 49 000 ადამიანი კი გარდაიცვალა.
კორონავირუსი 188 ქვეყანაშია გავრცელებული.