“გურია ნიუსს” მთელი დღის განმავლობაში უკავშირდებოდნენ მოქალაქეები, რომლებიც ითხოვდნენ ინფორმაციას შიდა და ცენტრალური გზების გაწმენდისა და ელექტროენერგიის აღდგენის შესახებ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციით, გზები გაწმენდილია შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში: დაბა ნარუჯაში, დაბა ლაითურში, დაბა ურეკში, სილაურში, შრომაში, მაკვანეთსა და ბაილეთში.
“ამ წუთებში იწმინდება: დვაბზუ – გაღმა დვაბზუ, ლიხაური, ბოხვაური, ნაგომარი, მთისპირი, ბახვი, სოფელი მერია, სოფელი ოზურგეთი, გურიანთა, მელექედური.
სოფლებში – მთისპირში, ჭანიეთში, გოგიეთში და შრომის ორ უბანში სამუშაოები უახლოეს საათებში დაიწყება.
ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია: სოფელი შრომაში.
ასევე ნაწილობრივ აღდგენილია სოფელი ნატანებში”, _ ნათქვამია ინფორმაციაში.
პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციითვე, სამუშაოებში ჩართულია 20 ერთეული ტექნიკა.