ქალაქების რეიტინგში, სადაც ყველაზე მიმზიდველი მამაკაცები ცხოვრობენ, პირველი ადგილი შვედეთის დედაქალაქმა დაიკავა. რეიტინგი ტურისტულმა კომპანიამ შეადგინა. რეიტინგის ავტორთა აზრით, სტოკჰოლმელ მამაკაცებს დიდი ხნის განმავლობაში სათანადოდ ვერ აფასებდნენ და ამიტომ მათ შეცდომით ჩაკეტილ მარტოხელებად მიიჩნევენ. სინამდვილეში ისინი მომხიბვლელი ჯენტლმენები არიან, რომლებიც გემოვნებით იმოსებიან და ქალთან მოქცევის კულტურაც აქვთ.
რეიტინგში მეორე ადგილი ნიუ-იორკმა დაიკავა. იქაური მამაკაცები ყოველთვის შეუდარებლად გამოიყურებიან და ძალიან ამბიციურები არიან.
მესამე ადგილზე ამსტერდამი აღმოჩნდა. ამ ქალაქში მცხოვრებმა მამაკაცებმა იციან, თუ რა არის კარგი სტილი, ამასთან, ტანადები და მაღლები არიან. ამსტერდამელ მამაკაცთა დამატებით ღირსებად საუბრის თამამად გაბმის ხელოვნება შეგვიძლია შევამჩნიოთ.
რეიტინგში დანარჩენი ადგილები შემდეგნაირად განაწილდა: მეოთხე-ლისაბონია, მეხუთე-ბუენოს აირესი, მეექვსე-სიდნეი, მეშვიდე-მადრიდი, მერვე-ბერლინი, მეცხრე-მილანი და მეათეზე-თელ-ავივი.