ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით ამ დროისთვის აქტიურია კორონავირუსის 32 შემთხვევა.
ინფიცირებული პაციენტებიდან 19 სტაციონარში, 4 საკარანტინე სივრცეში, 9 კი ბინაზე მკურნალობს. იზოლაციაშია 18 ადამიანი.