საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, “ქართული ოცნების” პარლამენტმა 3 თებერვალს დაიწყო დიქტატორული წესების განხილვა, რომლებიც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად. ეს ცვლილებები საფრთხეს უქმნის ადამიანის ძირითად უფლებებს და ემსახურება მიმდინარე აქციების ჩახშობასა და პროტესტის მონაწილეთა დაშინებას.
წარმოდგენილი რეპრესიული წესები არის არალეგიტიმური ხელისუფლების მცდელობა ფაქტიურად გააუქმოს გამოხატვის და შეკრების თავისუფლება. არაპროპორციულად მკაცრი სასჯელების დაწესებით, პროტესტების ადგილებისა და ფორმების შეზღუდვით, თანამდებობის პირების პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებითა და დემონსტრაციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტროლის გაზრდით, რეჟიმი ცდილობს შექმნას მისთვის კომფორტული შიშის ატმოსფერო და გაამკაცროს რეპრესიები საზოგადოების აქტიური წევრების მიმართ”,_ აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო.