ოზურგეთში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საერთაშორისო ფესტივალი „ჩვენ მშვიდობა“.
ფესტივალში ადგილობრივ ანსამბლებთან ერთად 7 ქვეყნის ქორეოგრაფიული და სასიმღერო ანსამბლები მონაწილეობდნენ.
როგორც „გურია ნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, წინა წლებში ეს ფესტივალი ცნობილი საქართველოს სახალხო არტისტის, ქორეოგრაფის, ლოტბარის გიორგი სალუქვაძის სახელს ატარებდა.
ფესტივალის მესამე დღეს დაათვალიერეს გიორგი სალუქვაძის სახლ-მუზეუმი. შესრულდა ცეკვა “ფუნდრუკი” (ანსამბლი “მომავალი”), ასევე, შესრულდა სიმღერები: “ფუნდრუკი” და “ოზურგეთი” (ანსამბლი “იადონი”), რის შემდეგაც ყვავილებით შეამკეს გიორგი სალუქვაძის და ფილიმონ ქორიძის ჰორელიეფი. ფესტივალის მონაწილეებმა ყვავილებით შეამკეს ანზორ ერქომაიშვილის ქვასვეტი.
ფესტივალი საზეიმო დაიხურა გალა კონცერტით.
საერთაშორისო ფესტივალი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.
ავტორი