24-26 ოქტომბერს, ერევანში, ტაილანდურ კრივში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. შეჯიბრში ოთხი ქვეყნის ორასზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.
საქართველოს ნაკრებიდან ცხრა სპორტსმენი იყო წარდგენილი. მათ შორის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული კიკბოქსინგის სექციის მწვრთნელი, ამავდროულად, მოქმედი სპორტსმენი და საქართველოს ნაკრების წევრი, ლაშა ჭეფხოძე, რომელმაც 63.5 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა.
ლაშამ სამი შეხვედრა ჩაატარა და დამსახურებული პირველი ადგილი აიღო.
ჯამში კი, საქართველოს ნაკრები სამშობლოში ექვსი ოქროთ, ერთი ვერცხლით და ორი ბრინჯაოთ დაბრუნდა.
ავტორი