უკრაინაში ქალაქ ზაპორიჟიაში მდებარე ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელს ცეცხლი გაუჩნდა. აღნიშნულ ინფორმაციას APA.AZ ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად საერთო საცხოვრებლის მეორე სართული მთლიანად დაიწვა.
როგორც ცნობილია, ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 აზერბაიჯანელი.
გავრცელებული ცნობით, მაშველებმა 4 ადამიანის, მათ შორის, 8 წლის ბავშვის გადარჩენა შეძლეს.
როგორც ცნობილია, ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.