“ასეთი რადიკალური ნახტომი, ეკვადორის გარდა არც ერთ ქვეყანას არ აქვს”, _ აღნიშნულის შესახებს ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
“საგანგაშო ზღვართან ახლოს ვართ, მაგრამ საგანგაშო სიტუაცია ჯერ არ გვაქვს. საქართველოში დაავადებული ადამიანების 80%-ს დაავადების ძალიან უსიმპტომო, მსუბუქი ან საშუალო მიმდინარეობა აღენიშნება. რეალურად, მათ სახლში მოვლაზე უნდა გადავიტანოთ აქცენტი, რაც აჭარის პირობებში უკვე ხორციელდება. თუ 600 ადამიანია ინფიცირებული, მათ 20-25%-ს სჭირდება საწოლი. ადამიანები 9 თვის განმავლობაში ძალიან დაიღალნენ, მაგრამ მაქვს გარკვეული განცდა, რომ ზაფხულის პერიოდში ხელისუფლების გარკვეულმა წარმომადგენლებმაც კი დაიჯერეს, რომ ჩვენ ინფექცია მოვითავეთ და მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით გამონაკლისი აღმოვჩნდით,” – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა “პალიტრანიუსთან”.