საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ყაზახეთში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, ყაზახეთში საქართველოს საელჩო კვლავ მუდმივ კომუნიკაციაშია საქართველოს ყველა იმ მოქალაქესთან, ვისთანაც კომუნიკაცია ვითარების გართულების დღიდან ჰქონდა და პერიოდულად ამოწმებს მათ მდგომარეობას.
სამინისტროს ცნობით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობაზე.
„ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობას განაგრძობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: +7 (717) 224-32-58. ამასთან, ყაზახეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, თუ მოქალაქეები ცხელ ხაზზე დაკავშირებას ვერ ახერხებენ, მათ შეუძლიათ შეტყობინებები გააგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე: astana.emb@mfa.gov.ge.“- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში