ცნობილი გახდა, რომ ბარსელონის საგრადა-ფამილიას ბაზილიკის მშენებლობა 2026 წელს საბოლოოდ დასრულდება. ამ ეტაპზე ტაძრის მე-6 ცენტრალური კოშკის მშენებლობა მიმდინარეობს.
მშენებლობის დასრულების შემდეგ საგრადა-ფამილია მსოფლიოს უმაღლესი ტაძრის სტატუსს მოიპოვებს.
საგრადა-ფამილია მშენებლობა 1882 წელს დაიწყო. ტაძარი კატალონიელი არქიტექტორის, ანტონიო გაუდის, ნამუშევარია. საგრადა-ფამილიას გაუდი 40 წლის განმავლობაში აშენებდა, მისი გარდაცვალებისას კი პროექტის მეოთხედიც კი არ იყო დასრულებული.
1984 წელს UNESCO-მ საგრადა-ფამილია მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა.