სამხრეთ ფილიპინებში, საგუშაგოზე ფურგონში აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც ტრანსპორტი სამხედროებმა შეაჩერეს და მძღოლს ესაუბრებოდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.
გავრცელებული ცნობით, მომხდარს „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებას უკავშირებენ.