ხერსონიდან რუსეთის ჯარის გასვლა ომის დასრულებას სულაც არ ნიშნავს. დილის 9 საათიდან მთელ უკრაინაში საჰაერო განგაშია გამოცხადებული.
როგორც UNIAN იუწყება, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, ყირიმის გარდა, საჰაერო განგაშია გამოცხადებული.
გავრცელებული ინფორმაციით ბელარუსის ტერიტორიაზე დაფიქსირდა MiG-31 თვითმფრინავის აქტივობა, და არის შესაძლებლობა, რომ უკრაინის მიმართულებით რაკეტა გაუშვან.