ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა, – ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
„ცოტა ხნის წინ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანიდან ისრაელის სახელმწიფოს მიმართულებით გაშვებული რაკეტები დააფიქსირა“, – აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.
ირანის მიერ გაშვებული რაკეტის ფონზე, ჩრდილოეთ ისრაელში საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმის.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 30 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
გარდა ამისა, ირანულმა საინფორმაციო სააგენტო „ფარსმა“ ცოტა ხნით ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფეთქებების ხმა ისმოდა ისპაჰანში, ყუმში, კარაჯსა და კერმანშაჰში, ასევე ირანის დედაქალაქ თეირანში.




























































