რუსთაველის გამზირზე პოლიციის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება.
“29 დეკემბერს, დღის საათებში [14:14] შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ძალადობრივი მეთოდებით აკავებენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, რომელთა შორის იყვნენ ქალებიც.
დაკავების პროცესს თან ერთვის ისეთი ქმედებები, როგორიცაა თმების მოქაჩვა და ადამიანის მიწაზე თრევა.
ამგვარი ქმედებები არღვევს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, არ შეესაბამება სამართლებრივ ნორმებსა და არის იმ რეპრესიების გაგრძელება, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობს”,_ აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.