საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს.
“ჩვენი კოლეგა, საქარველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, გიორგი გოცირიძე, სასამართლოში დაიბარეს მხოლოდ ტროტუარზე დგომის ფორმით მშვიდობიანი პროტესტის გამო.
გიორგი გამოცდილი კონსტიტუციონალისტია და იგი მრავალი წელია მუშაობს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების, შეკრების თავისუფლების საკითხებზე საქართველოში. დღეს ის თავად გახდა ანტიკონსტიტუციური მოწესრიგების სამიზნე.
ტროტუარზე დგომის გამო პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება არის კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა.
ჩვენ ვუცხადებთ სოლიდარობას ჩვენს კოლეგას და ყველა იმ პირს, რომელიც ანტიკონსტიტუციური კანონმდებლობის სამიზნეა.
საიას გუნდი კვლავ, ერთად განვაგრძობთ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვას!”_ აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

































































