https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

საია ნინო დათაშვილის მიმართ პატიმრობის გამოყენებას დაუსაბუთებლად მიიჩნევს

10:18; 22.06.2025
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

საია ნინო დათაშვილის მიმართ პატიმრობის გამოყენებას დაუსაბუთებლად მიიჩნევს. ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი.

“21 ივნისს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ აქტივისტ ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურამ ნინო დათაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის  353-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარუდგინა, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს. სხვა რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, აღნიშნული მუხლი 2025 წლის 6 თებერვალის ცვლილებებით დაემატა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს. 

პროკურატურა ნინო დათაშვილს 2025 წლის 09 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს დერეფანში მომხდარ შემთხვევას ედავება, რასთან დაკავშირებით დაკავებულიც აცხადებს პრეტენზიას და აღნიშნავს, რომ ამ ფაქტზე თავად საპატრულო პოლიციაც გამოიძახა, თუმცა მის მიმართვას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. 

სასამართლო სხდომაზე პროკურატურა უთითებდა მიმალვის, ახალი დანაშაულისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზე. საიას შეფასებით, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების დასაბუთება არ უნდა იყოს აბსტრაქტული და უნდა იყოს გამყარებული კონკრეტული გარემოებებით. ბუნდოვანია, როგორ შეიძლება მოახდინოს ზემოქმედება ბრალდებულმა მოწმეებზე, რომელთა აბსოლუტური უმრავლოსობა თავად მანდატურები არიან, ასევე მომხდარი ინციდენტი ასახულია ვიდეოჩანაწერებში. ამასთან,  ბრალდებული არ არის ნასამართლევი, არც ადმინისტრაციულსახდელდადებული. მიმალვით კი, დათაშვილი არ მიმალულა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა გამოძიების დაწყების შესახებ, რომელიც უკვე დაახლოებით 10 დღეზე მეტია მიმდინარეობს.

მხედველობაში მისაღებია ისიც, რომ წარდგენილი ბრალდება თავისუფლების აღკვეთის გარდა ალტერნატიულ სასჯელს – ჯარიმასაც ითვალისწინებს. ბრალდებულს ჰყავს შვილი და აქვს მასზე ზრუნვის ვალდებულებები, ასევე დაცვის მხარემ ისაუბრა  ბრალდებულის ჯანმრთელობის პრობლემაზეც.  

აღკვეთის ღონისძიების გამოყენება მიმართული არ უნდა იყოს ბრალდებულის დასჯისკენ. სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა,  უნდა იმსჯელოს  ნაკლებად შემზღუდავი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე და მხოლოდ მაშინ, როდესაც ვერცერთი სხვა აღკვეთის ღონისძიების სახე ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას, საგამონაკლისოდ, გამოიყენოს პატიმრობა.

თავისუფლების უფლება გულისხმობს, რომ პატიმრობა – თავისუფლების მაქსიმალური შეზღუდვა – ყოველთვის უნდა განიხილებოდეს, როგორც უკიდურესი ზომა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თანახმად, „პირის დაკავება იმდენად მკაცრი ღონისძიებაა, რომ მისი გამართლება შესაძლებელია მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როდესაც სხვა, ნაკლებად მკაცრი ღონისძიება მიიჩნევა არასაკმარისად ინდივიდუალური ან საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად”. ამდენად, პატიმრობა არ უნდა იყოს საწყისი წერტილი აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, არამედ უნდა განიხილებოდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა სხვა ღონისძიება, ერთი და მეტი დასაშვები საფუძვლის მისაღწევად, ჩაითვლება მიზანშეუწონლად.

გარკვეული საფრთხეების განეიტრალების მიზნით სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ე.წ. დამატებითი ვალდებულებების გამოყენებასაც. კერძოდ აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად ბრალდებულის მიმართ შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნეს: ვალდებულება, დანიშნულ დროს ან გამოძახებისთანავე გამოცხადდეს სასამართლოში; გარკვეული საქმიანობის ან პროფესიის განხორციელების აკრძალვა; სასამართლოში, პოლიციაში ან სხვა სახელმწიფო ორგანოში ყოველდღიურად ან სხვა პერიოდულობით გამოცხადებისა და ანგარიშგების ვალდებულება; სასამართლოს მიერ დანიშნული უწყების ზედამხედველობა; ელექტრონული მონიტორინგი; ვალდებულება გარკვეულ ადგილას ყოფნისა გარკვეულ საათებში ან უამისოდ; გარკვეული ადგილის დაუტოვებლობის ან მასში შეღწევის აკრძალვა; სპეციალური ნებართვის გარეშე გარკვეულ პირებთან შეხვედრის აკრძალვა; პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება; სასამართლოს მიერ განსაზღვრული ნებისმიერი სხვა ღონისძიება, რომელიც აუცილებელია აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნების მისაღწევად.

ამრიგად, დამატებითი ვალდებულებების ჩამონათვალი არ არის ამომწურავი და მოსამართლეს შეუძლია, გამოიყენოს ნებისმიერი სხვა დამატებითი ღონისძიება, რომელიც პირდაპირ არ არის მითითებული დამატებითი ღონისძიებების ნუსხაში. მოსამართლეს უფლება აქვს, დამატებითი ღონისძიებები გამოიყენოს მხოლოდ აღკვეთის ძირითად ღონისძიებასთან ერთად და არა – მისგან დამოუკიდებლად. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ ღონისძიებებს აქვს დამატებითი ფუნქცია და მათი მიზანია, აღკვეთის ძირითად ღონისძიებებთან ერთად, საფრთხეების მინიმუმამდე დაყვანა. 

სწორედ ამგვარი ღონისძიებების გამოყენებას შუამდგომლობდა დაცვის მხარე გირაოსთან ერთად, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა. აქტივისტების მიმართ განხორციელებული ტოტალური კონტროლის პირობებში წარმოუდგენელია სახელმწიფოს მხრიდან იმის უაპელაციოდ გაცხადება, რომ პატიმრობაა ერთადერთი აღკვეთის ღონისძიება, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს ქალი ბრალდებულის მხრიდან მომდინარე საფრთხეების პრევენცია. 

ამასთან საყურადღებოა ნინო დათაშვილის განცხადება, რომელიც, ასევე, მიუთითებს მანდატურის სამსახურის თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე. კერძოდ, ის აღნიშნავს, რომ საპატრულო პოლიციაც კი გამოიძახა, თუმცა აღნიშნულს არანაირი რეგირება არ მოჰყოლია. 

საიასთვის უცნობია დაიწყო თუ არა გამოძიება ან რაიმე სახის შიდა მოკვლევა მანდატურის სამსახურის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან ბოლო პერიოდში აქციების კონტექსტში დაკავებული დემონსტრანტების პროცესებზე დასწრების მიზნებისთვის სასამართლოში მყოფი მოქალაქეების მიმართ გამოვლენილ  ძალადობრივ ფაქტებზე, ვინაიდან, სასამართლოში მანდატურების მხრიდან მიმდინარე ძალადობაზე მიუთითებდნენ სხვა მოქალაქეებიც. აღნიშნულზე საუბრობენ ჟურნალისტებიც. ამგვარი მიდგომები  ბრალდებისა და სასამართლო ორგანოების მიკერძოებულობის და შერჩევითი მართლმსაჯულების განხორციელებაზე მიუთითებს. 

ამასთან დაკავშირებით, დამატებით, საზოგადოების ყურადღებას გავამახვილებთ შემდეგ საილუსტრაციო საკითხზეც, მაგალითად, დღეს, 21 ივნისს, ტვ პირველის გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათში“ გავიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) პირველი ნაწილით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბრალდებულს, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ნუგზარ ქუთათელაძეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნანა შამათავამ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა 60 000 ლარის ოდენობით.  მართალია ყველა სისხლის სამართლის საქმე ინდივიდუალურია და სასამართლომ ყველა საქმეში აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს, მაგრამ ბოლო პერიოდებში 50-მდე აქტივისტის მიმართ სხვადასხვა მოსამართლემ, მათ შორის, ნანა შამათავამაც ყველა ჯერზე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ. 

საია, ასევე, ყურადღებას ამახვილებს ონლაინმედიებთან დაკავშირებით სასამართლოს დამოკიდებულებაზე. გაუგებარია, მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ რატომ არ მისცა ონლაინგამოცემების წარმომადგენელს ფოტოგადაღების უფლება. სასამართლოში განსაკუთრებით მძიმე პირობებში უწევთ მედიის წარმომადგენლებს საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულება, მაგალითად ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“  ჟურნალისტს, საიას მონიტორის დაკვირვებთ, არაერთხელ მიუმართავს სასამართლოსთვის, რომ მისთვისაც, ისევე, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, მიეცათ უფლება დინამიკთან ახლოს დაედო მიკროფონი, თუმცა აღნიშნული თხოვნა ყველა ჯერზე უგულვებელყო სასამართლომ და ჟურნალისტს უწევს ხანგრძლივ პროცესებზე ხელში ეჭიროს მიკროფონი და ისე განახორციელოს პროფესიული მოვალეობა. გაუგებარია, რიგი მოსამართლეების მხრიდან სხვა პროფესიის წარმომადგენლების მიმართ ამგვარი ღირსების შემლახავი დამოკიდებულება. მით უფრო, იმის გთვალისწინებით, რომ ჟურნალისტები ორიენტირებული არიან საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია სასამართლოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც მართლმსაჯულების ინტერესებს ემსახურება. 

საია დააკვირდება ნინო დათაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე პროცესებს და საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას”,-აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

სამართალი

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ბავშვი დაშავდა, ერთ-ერთი მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა

22:51; 4 იანვარი, 2026
სამართალი

“ეზოს ჭიშკართან მიყვანილი ბავშვი მომიკლა!” _ რას წერს ავარიის შედეგად დაღუპული გოგოს და

14:30; 4 იანვარი, 2026
სამართალი

“სასამართლომ ორივე ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”

17:58; 3 იანვარი, 2026
სამართალი

საქართველოდან გააძევეს პირი, რომელმაც გმირთა მოედნის მიმდებარედ აკუსტიკური იარაღიდან ისროლა

12:21; 3 იანვარი, 2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

09:43; 3 იანვარი, 2026

ბელორუსში 14 პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს  _ „ეს იყო ტრამპის თხოვნა“

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

ყველა სიახლე

სამართალი

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ბავშვი დაშავდა, ერთ-ერთი მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა

22:51; 4.01.2026
მსოფლიო

რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

18:53; 4.01.2026
პოლიტიკა

საქართველოს საგარეო უწყება ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

18:32; 4.01.2026
ფინანსები

ოქრო ერთ წელში 64%-ით გაძვირდა – რა ღირს 1 გრამი საქართველოში

16:07; 4.01.2026
საზოგადოება

ცნობილია, ვინ აიღებს ამ თვეში მომატებულ ხელფასს

16:02; 4.01.2026
საზოგადოება

4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა

15:49; 4.01.2026
საზოგადოება

„ჭინჭრის ციების მსგავსი გამონაყარი, შეშუპება… შეიძლება ანაფილაქსიაც გამოიწვიოს” – ზაზა თელია

15:06; 4.01.2026
სამართალი

“ეზოს ჭიშკართან მიყვანილი ბავშვი მომიკლა!” _ რას წერს ავარიის შედეგად დაღუპული გოგოს და

14:30; 4.01.2026
საზოგადოება

ბი­ძი­ნა და ეკა­ტე­რი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლე­ბი წერილს აქვეყნებენ

13:18; 4.01.2026
საზოგადოება

“რომ გადარჩენილიყო, ამ ამბავს გადაჰყვებოდა… ყველა იმ გოგოს ვტირით” – რას ჰყვებიან წერეთლის გამზირზე მომხდარი ავარიისას დაღუპულ ტაქსისტზე

13:14; 4.01.2026
ისტორია

“ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

12:35; 4.01.2026
საზოგადოება

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”– შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

10:51; 4.01.2026
საზოგადოება

გურული ისტორიები

10:21; 4.01.2026
საზოგადოება

კობახიძე – ქვეყნისთვის პატივია, რომ თავისუფლების მოპოვებისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გზაზე ჩვენი საიმედო საყრდენი სწორედ მისი უწმინდესობის ილია მეორეს სიბრძნე და ლოცვა-კურთხევაა

10:13; 4.01.2026
ზაფრანი

ბედის ირონია

9:59; 4.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო