საიამ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მე-2 შუალედური ანგარიში მოამზადა და ის დარღვევები აღნიშნა, რომელსაც საარჩევნო კამპანიაში ჩართული პოლიტიკური პარტიები და სუბიექტები უშვებენ. ანგარიშში ოზურგეთის მერი, კონსტანტინე შარაშენიძეც მოხვდა.
10 სექტემბერს ოზურგეთის მოქმედი მერი და, იმავდროულად, მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ააიპ-ების თანამშრომლებს შეხვდა. შეკრებაზე დამსწრე პირები საინფორმაციო ვიდეორგოლში თავად აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტის მერიისა და ააიპ-ის თანამშრომლები არიან. ისინი ასევე ადასტურებენ, რომ მერობის კანდიდატთან შეხვედრაზე მოვიდნენ და სამუშაო დროის ამოწურვაზე მიუთითებენ. თავად კონსტანტინე შარაშენიძეც აცხადებს, რომ შეკრების მიზანი მისი, როგორც მერობის კანდიდატის, პოზიციების გაზიარება იყო.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, სამსახურებრივი ნიშნით საჯარო მოსამსახურეებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ააიპ-ის თანამშრომლების შეკრება სამუშაო დროის ვადით არ არის შეზღუდული და ყოველთვის იკრძალება. ამდენად, საია მიიჩნევს, რომ ფაქტი საჯარო მოსამსახურეების და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ააიპ-ების თანამშრომლების სამსახურებრივი ნიშნით შეკრების მაგალითია, რაც კანონდარღვევაა.
[sexy_author_bio]