ახალი წელი გურიაში განსაკუთრებით უყვართ, რადგან მას მალე მოყვება კალანდა – ნამდვილი გურული ახალი წელი.
კალანდას გურიაში განსაკუთრებულად აღნიშნავენ, ღორის თავი ამ ტრადიციის განუყოფელი ნაწილია. კალანდის მეორე, ასევე მნიშვნელოვანი, ატრიბუტია ჩიჩილაკი.
ჩიჩილაკი თხილის ჯოხისგან ითლება, მისი შექმნის ისტორია კი ასეთია – ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად მისი გამოთლა წმინდა ბასილს უკავშირდება – გურულებმა ჩიჩილაკი წმინდა ბასილის წვერებს შეადარეს და ამით პატივისცემა გამოხატეს მის მიმართ.
ყურადსაღებია ისიც, რომ 14 იანვარს მართმადიდებელი ეკლესია წმინდა ბასილის ხსენების დღეს აღნიშნავს, თუმცა ჩიჩილაკს ქრისტიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ავტორი: გუგა ლომაძე