- რამდენიმე წლის წინ მეცნიერებმა ქაღალდის 100 ფრანი გერმანიის თავზე, ზღვის დონიდან 37 კილომეტრის სიმაღლეზე გაუშვეს. მოგვიანებით ზოგიერთი მათგანი კანადაში, ზოგი აშშ-ში, ზოგი კი ავსტრალიასა და სამხრეთ ამერიკაში იპოვეს.
- ნორვეგიაში დეკემბრის თვეში მიღებულია გადასახადების მხოლოდ 50 %-ით გადახდა, რათა ადამიანებს საშობაოდ მეტი ფული დარჩეთ.
- უკანასკნელი 3000 წლის მანძილზე მხოლოდ 268 წელი იყო ისეთი, როცა ქვეყნები ერთმანეთთან არ ომობდნენ.
- იმ თვეებში, რომლებიც კვირით იწყება, პარასკევი ყოველთვის 13 რიცხვში უწევს.
- დედამიწაზე არსებობს ქალი, რომელსაც მარიხუანა პეპსი ჯეკსონი ჰქვია.
- ორი წლის წინ, აშშ-ში მაშველებმა ერთი ქალი აალებული სახლიდან გამოიყვანეს. ქალმა შეამჩნია, რომ ტელეფონი თან არ ჰქონდა და უკან, სახლში შევარდა, რის შემდეგაც დაიღუპა.
- 1923 წელს ნიუ-იორკში ერთ-ერთი დოღის გამარჯვებული მიცვალებული გახდა. საქმე იმაშია, რომ ჯირითის პროცესში მხედარმა გულის ინფარქტი მიიღო, რის შემდეგაც ცხენმა გარდაცვლილის სხეული ფირნიშამდე მიიტანა.
- ზვიგენები დედამიწაზე უფრო ადრე გაჩნდნენ, ვიდრე ხეები.
- პანდები ხანდახან მუცელს იბერავენ, ვითომ მაკედ არიან, რათა მომვლელებისგან მეტი საკვები მიიღონ.
- 2010 წელს ერთი პიცა 10 ათას ბიტკოინად გაიყიდა. დღევანდელი გაცვლითი კურსის მიხედვით ეს 28 მილიონ ლარზე მეტია.
ავტორი
Developed By Web Features 2024 © All rights reserved