ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ქარიშხლის დროს ჰაერის ნაკადი საათის ისრის საწინააღმდეგოდ მოძრაობს, სამხრეთ ნახევარსფეროში კი ყველაფერი პირიქით ხდება.
ტროპიკული ქარიშხალი პირველად ქრისტეფორე კოლუმბმა აღწერა 1495 წელს.
სიტყვა “ქარისხალი” წარმოიქმნა ბოროტების ღმერთ ხურიკანისგან, რომლის არსებობაც კარიბის აუზის რამდენიმე კუნძულის მაცხოვრებლებმა ირწმუნეს.
1900 წელს ქარიშხალ “გალვესტინმა” ტეხასში 8 ათასი ადამიანი იმსხვერპლა, რაც ყველაზე დიდი ბუნებრივი სტიქია იყო ამერიკის ისტორიაში.
ტროპიკული ქარიშხალი უფრო მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე ავდრის შედეგად გამოწვეული სხვა რომელიმე შტორმი.
იუპიტერზე ქარიშხლებმა შეიძლება 300 წელზე მეტხანს იბობოქრონ, ზომით კი ხშირად დედამიწისხელად გადაიქცევიან.
1990 წლიდან მოყოლებული ყველაზე დამანგრეველი 10 ქარიშხლიდან 5 ამერიკაში მოხდა.
ქარიშხლის შედეგად 900 წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოში 1, 9 მილიონი ადამიანი დაიღუპა.
ბანგლადეშში 1970 წელს ტროპიკულმა ციკლონმა “ბლოხმა” 150-დან 300 ათასამდე ადამიანი იმსხვერპლა.
ტროპიკული ციკლონისგან უფრო ხშირად მჭიდროდ დასახლებული სამხრეთ-ამოსავლეთ აზიისა და ინდოეთის მოსახლეობა იღუპება.
დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ ქარიშხალი “კამილა” ტროპიკულ ციკლონებს შორის ყველაზე სწრაფია ამერიკაში მოქმედ ქარიშხლებს შორის.
ქარიშხალი იწვევს ნგრევებსა და მეწყერს ცენტრში და არა გარშემო.
ქარიშხალი, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე დიდი ზიანი გამოიწვია, იყო ტროპიკული ციკლონი “კატრინა”, რომლის მიერ მიყენებულმა ზარალმა 100 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ტროპიკული ქარიშხლის გავრცელების არეალმა შეიძლება სიმაღლეში – 12, ხანდახან 15 კმ-ს მიაღწიოს.
სხვადასხვა ქარიშხალი ერთმანეთს არასოდეს უკავშირდება, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ისინი ერთმანეთის სიახლოვეს განვითარდეს. ამ ბუნებრივ მოვლენას ფუჯივარის ეფექტი ეწოდება.
ყველაზე დიდი ქარიშხალი შესაძლოა შტატ მონტანის ზომას აღემატებოდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ქარიშხალს (ტროპიკულ ციკლონს) შეუძლია საშინელი ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვიოს, ისინი დედამიწის რთული ამინდის სისტემის ფორმირებაში მნიშვნელოვანი ფაქტორის გამომწვევია. როგორც გიგანტური “ვენტილატორები”, ტროპიკული რაიონებიდან ცხელი ჰაერის მასებს პოლუსის მხარეს გადააადგილებენ. ასეთი ციკლონების გარეშე ტროპიკული სიცხე გაუსაძლისი იქნებოდა იქაური მოსახლეობისათვის.
1900 წელს ქალაქ გალვესტონში ქარიშხლის დროს ობოლ ბავშვთა თავშესაფრის მონაზვნები ბავშვებს ერთი თოკით გადაებნენ, მაგრამ მოვარდნილი წყლის ნაკადი იმდენად სწრაფი და ძლიერი იყო, რომ ყველა დაიხრჩო.