სტატისტიკის მიხედვით, დღეისთვის ალერგიით დაავადებულია დედამიწის მოსახლეობის ერთი მესამედი. ტრადიციულად, ეს დაკავშირებულია ეკოლოგიის გაუარესებასთან, არასწორ კვებასთან, სტრესებთან.
მემკვიდრეობით გადაეცემა არა დაავადება, არამედ ალერგიული რეაქციების განვითარებისადმი მომატებული მიდრეკილება. ეს არ ნიშნავს, რომ ალერგია აუცილებელი დაავადებაა, მაგრამ ალბათობის რისკი მაღალია. თუ ბავშვის ერთ-ერთ მშობელს აწუხებს ალერგია, მისი ალერგიისადმი მიდრეკილების შანსი 33%-ია, თუ ორივე მშობელი ალერგიულია, მაშინ ალბათობა ორჯერ იზრდება.
ალერგიით რომ არ დაავადდეთ, გაიძლიერეთ იმუნიტეტი. თავის დროზე იმკურნალეთ ქრონიკულ დაავადებებზე, იკვებეთ ჯანსაღად და ექიმის დანიშნულების გარეშე ბოროტად ნუ გამოიყენებთ წამლებს.
ძნელია ალერგიის გამოცნობა. ის ხშირად ინიღბება სურდოს ან მწვავე რესპირატორული, ბრონქიტის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების სახით. ალერგიული ადამიანი შეიძლება წლობითაც კი მკურნალობდეს სხვადასხვა დაავადებას და არც კი ეჭვობდეს, რომ მას ალერგია აქვს… რომ აღმოვაჩინოთ დაავადება, უნდა დააკვირდეთ თქვენს მდგომარეობას. მაგალითად, კუჭ-ნაწლავის აშლილობა თავს იჩენს რომელიმე პროცედურის შემდეგ, ან სურდო გეწყებათ წლის ერთსა და იმავე დროს, ე.ი. უნდა გამოიკვლიოთ, ამის მიზეზი ალერგია ხომ არ არის. დიაგნოზის დასმაში დაგეხმარებათ კანის ალერგიის სინჯები.
დღეისთვის აღმოჩენილია ოცი სხვადასხვა ალერგენი. მისი რაოდენობა მუდმივად იზრდება.
არსებობს მოსაზრება, რომ ეს დაავადება არ იკურნება. ასე არ არის. დღეს არსებობს მეთოდები, რომელთა დახმარებითაც მიიღწევა ორგანიზმის უგრძნობლობა ამა თუ იმ ალერგენისადმი.