მამაკაცების 18 პროცენტს კოცნის დროს ძალიან აინტერესებს, როგორ გამოსდის მას ეს საქმე. თან, წარმოიდგენენ ხოლმე, როგორი სექსი იქნება ამ კონკრეტულ ქალთან. თუმცა, წინ ვეღარ მიდიან და ქალის მხრიდან ელიან ინიციატივას. როგორც წესი, ქალი კოცნის დროს საერთოდ არაფერზე ფიქრობს, იმდენად სიამოვნებს კოცნის პროცესი.
მამაკაცების უმრავლესობას საშინლად აკომპლექსებს ქალის მხრიდან შენიშვნა საკუთარ გარეგნობაზე. რადგან, ისინი „ნარცისები“ არიან.
უცნაური ფაქტია: ქალი თავის შეყვარებულთან ხმადაბლა და ალერსიანი ხმით საუბრობს, კაცი კი პირიქით – თუ მან ხმას აუწია და ინტონაციაში მჟღერი ბგერები გაჩნდა, ესე იგი შეყვარებულია.
თუ მამაკაცი 8 წამის განმავლობაში თვალს არ გაშორებთ, უტყუარი ნიშანია იმისა, რომ მოეწონეთ, თანაც – სერიოზულად. სხვათა შორის, მამაკაცს ქალის შესაფასებლად ზუსტად 4 წამი სჭირდება.
მამაკაცებს სწორედ რომ მიუხარიათ პაემანზე, განსაკუთრებით გულმოდგინედ კი პირველი ოფიციალური შეხვედრისთვის ემზადებიან. 60 პროცენტი მამაკაცებისა ცდილობს, ასეთ დროს, საცვლებიც კი ახალი და გარეცხილი ეცვას. თუმცა, სითამამე მხოლოდ მათ მცირე ნაწილს არ ღალატობს.
ავტორი