„ქინდერ სიურპრიზი“ – ეს საკონდიტრო ნაწარმია კვერცხის ფორმის, რომელიც შეიცავს შიგნით პატარა სათამაშოს. სათამაშოები იხატება და კეთდება როგორც მოწვეული, ასევე კპმპანიაში მომუშავე დიზაინერებით.
„სიურპრიზი“ – ის იწარმოება 1972 წლიდან. მისი გამომგონებელი გახლდათ შვეიცარელი ჰენრი როტი, რომელსაც აზრად მოუვიდა ბავშვებისთვის გაეკეთებინა სათამაშოები, რომლებიც კვერცხის ფორმის შოკოლადში იქნებოდა მოთავსებული.
ცხელი კლიმატის მქონე ქვეყნებისათვის ქინდერი გამოიშვება შედარებით პლასტიკური, განსხვავებული სახეობის, რომელსაც “Kinder Joy” ეწოდება.
ინტერნეტში მუდვივად გავრცელებული „ქინდერ სიურპრიზზე“ საუბრების და თემების შედეგად, გამოუშვეს ახალი „ინტერნეტ სიურპრიზი“.
2007 წლის თებერვალში eBay-ს აუქციონზე, გამოტანილი იქნა ქინდერ სიურპრიზიდან ამოსული 900000 სათამაშო რომელიც გაიყიდა, 30000 ევროდ.
შოკოლადის კვერცხი – „ქინდერ სიურპრიზის“ გაყიდვა აკრძალულია აშშ-ში. ფედერალური კანონის თანახმად რომელიც 1938 წელს გამოუშვეს, იმ საკვებ პროდუქტებში სადაც მოთავსებულია არა საჭმელი ნივთები გაყიდვა აკრძალულია.
46 წლიანი ისტორიის მანძილზე გაყიდული იყო 40 მილიარდი ქინდერ სიურპრიზი.
ავტორი