რეჟისორი ქეთი დოლიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
“ჩემი შვილიშვილი მოდიოდა , ჩემთნ სახლში, ბაზალეთის ქუჩაზე! გამოეკიდა ვიღაც ჩოხოსანი, დააგდო ეზოში, ჩემს ეზოში ! ეს რა მხეცობაა , ლუკას და ორ მის მეგობარს აი ესე უაზროდ გამოეკიდა ვიღაც მხეცი ! აი, ამას ვამბობ პროვიციალიზმი უკოდეგანო , აგრესიული პროვინციალიზმი თან ! ვინ საიდან მოდის და მიდის უკვე არავინ იცის ! ეს
არის გაუნათლებლობა სიბნელე და უბედურება !
საით მიდიხართ ხალხო? რა ხდება? ვინ გაგიჟებთ?
ასე იცავთ “ქართველობას“?
რა აქვს ამ სიმხეცეს საერთო ღმერთთან, ან რწმენასთან, ან ადამიანობასთან???? ამას ვინ მართავს, ის არის ყველაზე დიდი დამნაშავე დღეს!!!“ – წერს ფეისბუქზე ქეთი დოლიძე.
ავტორი: გიორგი გირკელიძე