საჯარო რეესტრის სააგენტომ ძალადობრივი, ჰომოფობიური, ულტრამემარჯვენე ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ პარტია – „კონსერვატიული მოძრაობა” ოფიციალურუად დაარეგისტრირა.
პარტიის თავმჯდომარე ზურაბ მახარაძე იქნება, გენერალური მდივანი კი, გიორგი ქარდავა.
“კონსერვატიული მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა გიორგი ქადაგიძემ, რეგისტრაციის შემდეგ ჟურნალისტების კითხვაზე 5 ივლისის ძალადობაზე პასუხისმგებლობას იღებს თუ არა? _ განაცხადა, რომ 5 ივლისის მოვლენების ორგანიზებაზე პასუხისმგებლობას არ იღებენ და რუსეთთან პირდაპირ დიალოგს უჭერენ მხარს.
“ეს იმ ხალხის ფორმულირებაა, რომ ჩვენი განცხადებები იყო ჰომოფობიური ან ძალადობისკენ იყო მოწოდება ან ჩვენი განცხადება იყო პრორუსული. ჩვენ იგივე ღირებულებებზე ვრჩებით, უბრალოდ ჩვენი ფორმულირება აბსოლუტურად სხვაა, რომ ჩვენ არ ვართ პრორუსული ძალა, ჩვენ ვართ პროქართული, უბრალოდ ღიად ვიძახით, რომ თუ რუსებთან გვინდა დეოკუპაციაზე საუბარი და ამ საკითხის გადაჭრა გვინდა, უნდა ვისაუბროთ რუსებთან პირისპირ.
ლოჯისტიკურ პრობლემებს გადავჭრით, ანუ თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ოფისების გახსნას, სანამ რაიონულზე გადავალთ, ამის შემდეგ ჩვენ ჩავდივართ მოსკოვში და პირდაპირ დიალოგს ვაპირებთ მათთან და არ ვაპირებთ კონსპირაციულად არავისთან შეხვედრას და არც ამის დამალვას”,- აცხადებს ქადაგიძე.
ზურაბ მახარაძის თქმით, კი საქართველოს უსაფრთხოების პრობლემას მხოლოდ რუსეთთან პირდაპირ დიალოგი გადაჭრის.
“საქართველოს უსაფრთხოების პრობლემის გადაჭრის ერთადერთი რეალური შანსი არის პირდაპირი დიალოგი რუსეთთან. ბრიუსელის ან ვაშინგტონის გავლით, შედეგი არის ეს და თუ საქართველოს მოსახლეობის საკმარის ნაწილს უნდა, რომ დავალაგოთ ურთიერთობები პირდაპირ რუსეთთან, ისინი დაგვიჭერენ მხარს, ვისაც არ უნდა, არ დაგვიჭერს მხარს”,- ამბობს ზურაბ მახარაძე.
[sexy_author_bio]