საჯარო რეესტრმა პარტია – „კონსერვატიული მოძრაობა“, რომელიც საზოგადოებაში „ალტ-ინფოს“ სახელით არის ცნობილი რეგისტრაცია გაუუქმა. გადაწყვეტილება დღევანდელი, 8 აპრილის თარიღით არის გამოცემული.
„შარი ვერაფერზე ვერ მოგვდეს. დღეს, როდესაც ცესკოს თავმჯდომარეს ხელი უნდა მოეწერა ჩვენი პარტიის არჩევნებში რეგისტრაციაზე, მოგვივიდა მათგან ინფორმაცია. რომ საჯარო რეესტრმა პარტია გააუქმა“, – თქვა ზურა მახარაძემ „ალტ-ინფოს“ ეთერში .
პარტიის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა ანტიკორუფციულმა ბიურომ მოითხოვა, საჯარო რეესტრმა კი გადაწყვეტილება ამ მიმართვის საფუძველზე მიიღო.