https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

    ისრაელის დარტყმების სამიზნე ხამენეი და პეზეშკიანი იყვნენ – იერიშის შედეგები ჯერჯერობით უცნობია

    რუსეთი ირანზე დარტყმებზე: მოვითხოვთ, რომ სიტუაცია დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების გზას

    ავაიადარტყმების შედეგად ირანში დაღუპულთა რიცხვი იზრდება

    ფონ დერ ლაიენი: ირანში განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია

    სხვადასხვა ქვეყნის ავიაკომპანიები ახლო აღმოსავლეთში რეისებს აუქმებენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

    ისრაელის დარტყმების სამიზნე ხამენეი და პეზეშკიანი იყვნენ – იერიშის შედეგები ჯერჯერობით უცნობია

    რუსეთი ირანზე დარტყმებზე: მოვითხოვთ, რომ სიტუაცია დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების გზას

    ავაიადარტყმების შედეგად ირანში დაღუპულთა რიცხვი იზრდება

    ფონ დერ ლაიენი: ირანში განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია

    სხვადასხვა ქვეყნის ავიაკომპანიები ახლო აღმოსავლეთში რეისებს აუქმებენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

საჯაროა საჯარო ინფორმაცია?  _ რას ვითხოვდით და რა მივიღეთ

15:27; 28.08.2024
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ხელისუფლების ვალდებულებაა უზრუნველყოს ინფორმაციის საჯაროობა, საზოგადოებისთვის ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.  როცა ჩვენ ხელისუფლებას ვირჩევთ და ვნიშნავთ პირებს სხვადასხვა თანამდებობაზე, ვქირაობთ მათ – ვუხდით ხელფასებს, ჩვენ მიერ გადასახადებით ვუფინანსებთ სხვადასხვა ხარჯებს და ჩვენივე ხარჯებით შრომის კომფორტულ პირობებს ვუქმნით. ამიტომაც, ვავალდებულებთ მათ, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ რაში, როგორ, რამდენად ეფექტურად ხარჯავენ საჯარო მოხელეები ჩვენი ჯიბიდან ბიუჯეტში გადახდილ ფულს.

სწორედ ამ პროცესში შეუცვლელია მედიის როლი _ ხელისუფლების მონიტორინგი მედიის უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა. ამ მონიტორინგის გახორციელების  ერთ-ერთი ინფორმაციის გამოთხოვა და საზოგადოებისთვის მიწოდებაა. ამ მექანიზმს საფუძვლად უდევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ორგანული კანონია და მისი დარღვევა დასჯადია. ცხადია, ამ მექანიზმს ხშირად იყენებს “გურია ნიუსიც”.  ახლახან,  2024 წლის 24 ივნისს “გურია ნიუსმა” ჩოხატაურის, ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების მერიებიდან, ასევე გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან საჯარო ინფორმაციები გამოითხოვა. უფრო კონკრეტულად, მუნიციპალიტეტებს ვთხოვეთ, მოეწოდებინათ ჩვენთვის სრულიად საჯარო ინფორმაცია, რასაც კანონიც ავალდებულებთ და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებაც. დღეს გაგაცნობთ მოკლე მიმოხილვას, თუ რას ვითხოვდით და რა მივიღეთ საჯარო სამსახურებიდან.

ერთი განაცხადი საჯარო ინფორმაციის მოწოდების შესახებ შეეხებოდა ადგილებზე გახორციელებულ პროექტებში უცხოური სახსრების თანამონაწილეობას: “გთხოვთ, კანონით დადგენილ ვადებში მომაწოდოთ ინფორმაცია, 2022, 2023, 2024 წლებში, თქვენს მუნიციპალიტეტში, მუნიციპალური და ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების გასახორციელებლად (მათ შორის, თანამონაწილეობის სახით), უცხოური ორგანიზაციებიდან რა ოდენობის თანხა შემოვიდა (გთხოვთ, თითოეული წლის მონაცემი მოგვწეროთ ცალ-ცალკე.). გთხოვთ, მოგვწეროთ, კონკრეტულად რომელი პროექტების გახორციელებას მოხმარდა ეს სახსრები”.

კიდევ ერთი განაცხადი ითვალისწინებდა შემდეგი სახის ინფორმაციის მოწოდებას: “გთხოვთ, კანონით დადგენილ ვადებში მოგვაწოდოთ ინფორმაცია

  1. ფაქტობრივად, რამდენი ლარი დაიხარჯა 2023 წელს სოფლის მხარდამჭერ პროგრამებზე სოფლების მიხედვით;
  2. აღნიშნულ თანხაში მხოლოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა შედის, თუ ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც მოხდა თანხების დამატება? თუ _ კი, ამ შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ ჩამონათვალი სოფლების მიხედვით, რამდენი ლარი დაიხარჯა დამატებითი წყაროებიდან (მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, საერთაშორისო ფონდებიდან, საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და სხვა.).

ხოლო ამ ინფორმაციის მოწოდება კი, შესაბამისი ტექსტებით, როგორც მუნიციპალიტეტებს, ასევე გუბერნიას ვთხოვეთ: “გთხოვთ, კანონით დადგენილ ვადებში მომაწოდოთ ინფორმაცია

  1. 2022, 2023 და მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახელფასო ხარჯები და გაცემული პრემიების რაოდენობა.
  2. 2022, 2023 და მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დახარჯული სამივლინებო, სატრანსპორტო და სამეურნეო ხარჯების რაოდენობა ცალ-ცალკე”.

დასმულ შეკითხვებს პასუხი ყველაზე სწრაფად გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გასცეს, თუმცა, მათგან 27 ივნისს მოწოდებულ დოკუმენტში, საჯარო ინფორმაციის მოწოდების ნაცვლად, წყაროებია მითითებული, თუ სად შეგვიძლია დავძებნოთ ეს მონაცემები. პასუხში წერია: “თქვენი მიმდინარე წლის (რეგისტრაციის N1098) განცხადების პასუხად, “საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით” დადგენილი წესით გაცნობებთ, რომ: 2022-2023 წლების, ასევე, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლების სახელფასო ხარჯებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის 2.1.1.1.1. პროგრამული კოდით გამოყოფილი თანხები შეგიძლიათ იხილოთ, საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (https://matsne.gov.ge/).

გაცემული პრემიების რაოდენობასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობა საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებზე პრემიების გაცემის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.

2022-2023 წლების, ასევე, მიმდინარე წლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სატრანსპორტო ხარჯები, რომელიც გამოყოფილია სახელმწიფო ბიუჯეტის 2.2. პროგრამული კოდით _ “საქონელი და მომსახურება’’, შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (https://matsne.gov.ge/), საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას სამეურნეო ხარჯები არ გაუწევია; რაც შეეხება მივლინებას, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლების სამივლინებო ხარჯების რაოდენობამ, საანგარიშო პერიოდში, ჯამში, შეადგინა 3 624.32 ლარი”.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, პროაქტიული გამოქვეყნება, საჯარო სამსახურს არ ათავისუფლებს ვალდებულებისგან, მთხოვნელს მიაწოდოს მისთვის ხელსაყრელი ფორმატით ზუსტი, დეტალური მოთხოვნილი ინფორმაცია  (მუხლი 40. საჯარო ინფორმაციის გაცემა).

მოდით, ვნახოთ, რა წერია ბმულზე, რომელზეც გუბერნიამ გადაგვამისამართა: საქართველოს მთავრობის 97-ე დადგენილებით, რომელიც 2014 წლის 21 იანვრით თარიღდება,  განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო განრიგი და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები. სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ექვსი და ექვსზე ნაკლები თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს, ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 46 ერთეულით.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ ხარჯებს, საქართველოს მთავრობის 2014 წლის №1478 განკარგულებით,

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციას, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარის ხარჯი დაუდგინა.

საინტერესოა კიდევ ერთი საკითხი: ყველას გვახსოვს, რომ  საჯარო მოხელეების პრემიებმა და სახელფასო დანამატებმა კატასტროფული სახე მიიღეს. მაგალითად, 2012-2014 წლებში, ამ ხარჯებმა 100 მილიონს გადააჭარბა. აღშფოთებული საზოგადოების დასამშვიდებლად, კანონმდებლობაში ახალი ცვლილება შევიდა და… პრემია ჯილდომ ჩაანაცვლა.

საქართველოს კანონი საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ, მართალია, აღარ იცნობს ტერმინს “პრემია”, მაგრამ ისევ ძალაშია “სახელფასო დანამატი” და “ჯილდო”. მართალია, განისაზღვრა მისი გაცემის ჯერადობა, დაწესდა გაცემის ზღვრები და საფუძვლები, მაგრამ ეს განაცემები მაინც დაფარულია საზოგადოებისთვის. ჩვენ სულ მალე მოგაწვდით ინფორმაციას, თუ რას გვიპასუხებენ გურიის მუნიციპალიტეტების და გუბერნიის ადმინისტრაცია  ჯილდოების გაცემის შესახებ.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიამ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ დარეგისტრირებულ სამივე განაცხადზე პასუხი 11 ივლისს გასცა. თუმცა, სამივლინებო ხარჯების შესახებ დასმულ კითხვას სახელმწიფო რწმუნებულის  ადმინისტრაციის მსგავსად, “საკანონმდებლო მაცნეს” გვერდზე გადამისამართებით გასცა.

“თქვენი #19/462417647-46 (24. 06. 2024 წელი) განცხადების პასუხად “საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” მე-40 მუხლის შესაბამისად გაცნობებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ 01 01 02 ორგანიზაციული კოდით საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე (matsne.gov.ge) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2022-2024 წლის ბიუჯეტში, ასევე მუნიციპალიტეტის

შესაბამისი წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში (chokhatauri.gov.ge)”, _  წერია მოწოდებულ დოკუმენტში.

რაც შეეხება განაცხადს,რომელიც თანამონაწილეობის სახით დაფინანსებულ პროექტებს შეეხებოდა, ჩოხატაურის მერიამ ასეთი პასუხი გასცა:

“თქვენი #19/462417646-46 (24.06.2024 წელი) განცხადების პასუხად “საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” მე-40 მუხლის შესაბამისად გაცნობებთ, რომ 2020 წელს ცენტრალური

ბიუჯეტიდან დაფინანსდა 87 პროექტი, 2023 წელს _ 97, ხოლო 2024 წელს _ 77 პროექტი.

უცხოური თანადაფინანსებით გახორციელდა შემდეგი პროექტები:

_ “ბუკისციხის მრავალფუნქციური ცენტრის შექმნის გზით, თემის აღორძინების ხელშეწყობა”, 2022 წელი;

_  “ჩოხატაური მდგრადი ენერგეტიკული მომავლისთვის”, 2023 წელი;

“ჩოხატაური მდგრადი ენერგეტიკული მომავლისთვის”, 2024 წელი”.

მერიიდან, ასევე, მივიღეთ ინფორმაცია სოფლის პროგრამების შესახებ დასმულ კითხვაზეც.

რაც შეეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტს, მათგან პასუხი ჯერჯერობით არც ერთ განაცხადზე არ მიგვიღია.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიამ კი, მიმდინარე წლის 24 ივნისის წერილის პასუხად  ინფორმაცია მხოლოდ  2023წ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხების შესახებ გამოგვიგზავნა, ხოლო სამივლინებო თანხებსა და პრემიებს რაც შეეხება, აქ მათაც  “საკანონმდებლო მაცნეს” გვერდზე გადაგვამისამართეს.

“თქვენი, მიმდინარე წლის 24 ივნისის წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ ინფორმაცია 2022, 2023 და 2024 წლის პირველი კვარტლის მონაცემების შესახებ, შეგიძლიათ ნახოთ “საკანონმდებლო მაცნეზე” გამოქვეყნებული შესაბამისი წლის ბიუჯეტის მეშვეობით შემდეგი პროგრამული კოდებით:

თანამდებობრივი სარგო: კოდი – 2111; პრემია: კოდი – 21114; მივლინება: კოდი (ქვეყნის შიგნით) 2221, კოდი ( ქვეყნის გარეთ) 2222; ტრანსპორტის ხარჯი: კოდი – 2228; ოფისის ხარჯი: კოდი – 2223″, _ წერია ინფორმაციაში.

რაც შეეხება კიდევ ერთ შეკითხვას, მასზე პასუხი მერიიდან არ მიგვიღია.

ჩვენ მომდევნო სტატიებში შევეცდებით დეტალურად მოგითხროთ რა ინფორმაციას მოიცავს ეს კოდები, რა ხარჯებს ეწევა ჩვენი დაქირავებული ხელისუფლება ჩვენივე ბიუჯეტიდან. აქვე, შევეცდებით გავიგოთ, რამდენი ადამიანი მუშაობს მუნიციპალიტეტების მერიებში, რომელთა ვალდებულება მოქალაქეებისთვის, ჟურნალისტებისთვის დამუშავებული, გასაგები და ზუსტი ინფორმაციის მიწოდებაა. ჩნდება კითხვა, რა საჭიროა ბევრი საშტატო ერთეულის არსებობა, როცა ასეთ ტრაფარეტულ და არაფრისმომცემ პასუხებს _ “იხილე ბმული” _ დამწყები პროგრამისტის მიერ დაწერილი პროგრამაც უზრუნველყოფს?!

რა ვალდებულება აქვთ ადმინისტრაციულ ორგანოებს საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ და რას ამბობს კანონი_  ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტს სამოქალაქო ადმინისტრაციის მიმართულებით, ტატა ჭანკვეტაძეს ვესაუბრეთ.

_ რას ითვალისწინებს  კანონი,  რა ვადებში უნდა მოხდეს საჯარო  ინფორმაციის გაცემა?

_ საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით ჩანაწერი არის საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში. ამ ინფორმაციის მიწოდების უფლება აქვს ამ ინფორმაციის მფლობელ სუბიექტს. ასეთი სუბიექტები არიან ადმინისტრაციული ორგანოები ან ის ორგანოები, რომლებსაც დელეგირებული აქვთ ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციები.  რაც შეეხება ვადებს, საჯარო ინფორმაციის მიწოდების ვადა კანონით განსაზღვრული არის ორი ფორმით _ ზოგიერთ შემთხვევაში, საჯარო ინფორმაციის მიწოდება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, ან არაუგვიანეს 10 დღისა. შინაარსი რომ განგიმარტოთ, საჯარო ინფორმაციის გაცემა უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, მაგრამ თუ მოთხოვნილი ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და პასუხის მომზადება მოითხოვს იმ ორგანოს სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციას ან დიდი მოცულობის ინფორმაციაა მოთხოვნილი და დრო სჭირდება შეგროვებას, ამ შემთხვევაში, შეიძლება ინფორმაციის მიწოდება დაუყოვნებლივ არ გახორციელდეს და მოხდეს 10 დღის ვადაში.

_ რა მნიშვნელობა აქვს ჟურნალისტებისთვის საჯარო ინფორმაციის დროულ მიწოდებას?

_ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ამ თემაზე გაიდლაინიც მოამზადა და მე დამატებით განმარტებასაც გაგიკეთებთ, არსი ზოგადად ჟურნალისტის და ჩვეულებრივი მოქალაქის შემთხვევაშიც არის ის, რომ პირს ჰქონდეს წვდომა იმ ინფორმაციაზე, რომელიც სახელმწიფო  ორგანოებში არის დაცული, შენახული, მომზადებული და ა.შ. ჟურნალისტებთან მიმართებით ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალურია, იმ კუთხით, რომ ძალიან ხშირად, ჟურნალისტებს მათივე საქმიანობის ფარგლებში სჭირდებათ მოთხოვნილ ინფორმაციაზე პასუხი, რომ კონკრეტულ საკითხზე დაგეგმილი სიუჟეტი აღმოჩნდეს სრულყოფილი. ამასთან, საჯარო ინფორმაციაზე მიღებული პასუხი არის პირდაპირი დოკუმენტი იმისა, თუ რა ინფორმაცია არის დაცული ადმინისტრაციულ ორგანოში და არსებობს ვარაუდი, რომ ის ინფორმაცია არის სწორი, შეესაბამება რეალურ ფაქტებს და როგორც მტკიცებულების გამოყენება შესაძლებელია.

_ როცა ვითხოვთ კონკრეტულ ინფორმაციას, რომელიც ასევე შესაძლებელია იყოს გასაჯაროვებული სხვადასხვა ანგარიშებში, აქვს თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულება, მოგვაწოდოს ინფორმაცია ზუსტად ჩვენს მოთხოვნილ კითხვაზე სრულად და არ მოგვცეს წყარო, სადაც ამ ინფორმაციის გაცნობა შეიძლება?

_ როცა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა ხდება, სუბიექტს აქვს ვალდებულება რაც შეიძლება სრულყოფილი პასუხი გამოგზავნოს. ეს სრულყოფილი პასუხი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს და ეს დამოკიდებულია მოთხოვნილი ინფორმაციის შინაარსზე. თუმცა, თუ პირობითად თქვენს მოთხოვნილ ინფორმაციაზე შეიძლებოდა პასუხი მიგეღოთ ტექსტობრივად ან ცხრილის სახით, მაგრამ მოხდა გადამისამართება სხვა დოკუმენტზე, სხვა წყაროზე, ეს ვერ შეფასდება საჯარო ინფორმაციის მიუწოდებლობად, თუმცა, შეიძლება შეფასდეს მოთხოვნილი ინფორმაციის არასრულყოფილად მოწოდებად. როგორც წეღან აღვნიშნე, ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს ვალდებულება რომ ინფორმაციის სრულყოფილად მოწოდება მოხდეს, მაგრამ თუ მოთხოვნილი ინფორმაცია არის დიდი მოცულობის და ამ ინფორმაციის პასუხში გადმოტანა არ იყო გონივრული, და ამიტომ გადაწყვიტა ადმინისტრაციულმა ორგანომ რომ სხვა წყაროზე გადაემისამართებინეთ, ეს არ შეიძლება ჩემი შეფასებით, კანონშეუსაბამოდ ჩაითვალოს. თუ მოხდა დიდი მოცულობის ინფორმაციის გამოთხოვნა და პასუხად მიიღეთ კოდი, ლინკი ან სხვა რამ, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ მოთხოვნილ ინფორმაციას, ეს სავარაუდოდ მოხდა იმისთვის, რომ თქვენ გაგიმარტივდეთ მოთხოვნილ ინფორმაციასთან გაცნობა. მაგრამ თუ ამგვარი ვითარება არ არის, მაშინ მოწოდებული ინფორმაცია უნდა სრულად იტევდეს კითხვაზე პასუხს.

_ როცა 10-დღიანი ვადა გადის და პასუხი ჯერ კიდევ არ გვაქვს, ამ შემთხვევაში რას ითვალისწინებს კანონი?

_ ზოგადი წესის მიხედვით, თუ 10 დღის განმავლობაში ვერ ხდება , პასუხის გაცემა, ეს უთანაბრდება საჯარო ინფორმაციის მიუწოდებლობას, საჯარო ინფორმაციის მიწოდებაზე უარს, რომელიც თავის შინაარსით წარმოადგენს იმგვარ აქტს, რომლის გასაჩივრებაც შესაძლებელია და გასაჩივრების მიზანს წარმოადგენს ის, რომ მოხდეს ორგანოსგან თქვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მოწოდება. თუმცა, ძალიან ბევრი ორგანო, არღვევს 10-დღიან ვადას და უფრო მოგვიანებით გზავნიან საჯარო ინფორმაციას. თუმცა, თუ 10- დღიანი ვადა არის დარღვეული, ითვლება უარად საჯარო ინფორმაციის მოწოდებაზე და გასაჩივრება შეიძლება. რაც შეეხება გასაჩივრებას, აქ ორი შესაძლებლობაა: 1. განმცხადებელმა ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება გაასაჩივროს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში და წარადგინოს ადმინისტრაციული საჩივარი და ამ ფარგლებში მოითხოვოს ინფორმაციის მოწოდება; 2. გაასაჩივროს პირდაპირ სასამართლოში და სასამართლო წესით მოითხოვოს მოთხოვნილი ინფორმაციის მოწოდება. თუმცა, პირველ შემთხვევაში, ზემდგომ ორგანოს არ აქვს ვალდებულება რომ საჩივარი განიხილოს და შესაძლებელია, გითხრათ, რომ სასამართლოს მიმართოთ.

რუსა ოქრუაშვილი

ავტორი

საჯარო ინფორმაციატატა ჭანკვეტაძე
გაზიარება6Tweet4Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში უნიკალური მცენარეები და მნიშვნელოვანი ექსპონატები დაზიანდა

21:56; 28 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ირანელი ხალხის მხარდასაჭერად ირანის საელჩოსთან მოქალაქეები შეიკრიბნენ

20:02; 28 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ხანძარი სწრაფად გავრცელდა – საცხოვრებელი სახლი დაიწვა

17:57; 28 თებერვალი, 2026
საზოგადოება

მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა

17:32; 28 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!”- ისრაელში საელჩო განცხადებას ავრცელებს

14:12; 28 თებერვალი, 2026

რას წერს გიორგი მამარდაშვილი "ლივერპულში" გადასვლის შემდეგ წერილში

ანდრია ჯაღმაიძე: ხელისუფლების მხრიდან იყო მსგავსი შემოთავაზება

ყველა სიახლე

მსოფლიო

ირანში საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

22:18; 28.02.2026
საზოგადოება

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში უნიკალური მცენარეები და მნიშვნელოვანი ექსპონატები დაზიანდა

21:56; 28.02.2026
სამართალი

მიხეილ ქავთარაძის მკვლელობა- ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს, ხოლო მსჯავრდებულს, ახალი ბრალი წარუდგინეს

21:13; 28.02.2026
სპორტი

ლაზარე ჩხარტიშვილი საქართველოს 2026 წლის ჩემპიონი გახდა 11 წლამდე ასაკის ჭაბუკებს შორის

20:49; 28.02.2026
პოლიტიკა

“ღრმა შეშფოთებით ვაკვირდებით, საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ”- მაკა ბოჭორიშვილი

20:40; 28.02.2026
საზოგადოება

ირანელი ხალხის მხარდასაჭერად ირანის საელჩოსთან მოქალაქეები შეიკრიბნენ

20:02; 28.02.2026
მსოფლიო

ისრაელის დარტყმების სამიზნე ხამენეი და პეზეშკიანი იყვნენ – იერიშის შედეგები ჯერჯერობით უცნობია

18:53; 28.02.2026
საზოგადოება

ხანძარი სწრაფად გავრცელდა – საცხოვრებელი სახლი დაიწვა

17:57; 28.02.2026
საზოგადოება

მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა

17:32; 28.02.2026
მსოფლიო

რუსეთი ირანზე დარტყმებზე: მოვითხოვთ, რომ სიტუაცია დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების გზას

17:10; 28.02.2026
მსოფლიო

ავაიადარტყმების შედეგად ირანში დაღუპულთა რიცხვი იზრდება

16:50; 28.02.2026
მსოფლიო

ფონ დერ ლაიენი: ირანში განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია

16:19; 28.02.2026
მსოფლიო

სხვადასხვა ქვეყნის ავიაკომპანიები ახლო აღმოსავლეთში რეისებს აუქმებენ

16:03; 28.02.2026
მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ჩემი მიზანი ირანში ხალხის თავისუფლებაა

15:43; 28.02.2026
მსოფლიო

აბუ-დაბიში ირანის სარაკეტო იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

14:30; 28.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026
0

“რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

10:11; 27.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო