ოზურგეთის გაერთიანებული მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხა საკრებულოს დასამტკიცებლად ამ დღეებში წარედგინება.
“გურია ნიუსს“ ექსკლუზიურად მიაწოდეს საშტატო ნუსხის სამუშაო ვერსია, სადაც ნათლად ჩანს, რომ ოზურგეთის ახალშექმნილი მუნიციპალიტეტის სტრუქტურა ორიენტირებული იქნება 3 ძირითადი მიმართულებით:
მუნიციპალიტეტის საინვესტიციო მიმზიდველობის, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა: მუნიციპალური სერვისების მიწოდების შეფასება და განვითარება: უკეთესი კომუნიკაცია მოქალაქეებთან, მასმედიასთან, ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან..
როგორც “გურია ნიუსთან“ წყარო ამბობს, ამ სამი მიმართულებით შეიქმნება შესაბამისი სამსახურები, ხოლო ყველა სხვა მიმართულებით იმუშავებს სტანდარტული სამსახურები, როგორიცაა: შიდა აუდიტის, ადმინისტრაციული, სამხედრო გაწვევის ორგანიზების და ა.შ ასევე, კანონი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურდიული პირების, შეზღუდული პასუხისმგებლობის პირების ოპტიმიზაციას და ასეთი პირები შესაძლებელია შეიქმნას მხოლოდ მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლბემაოსილებების სფეროში. შესაბამისად ის პირები რომლებიც გაუქმდება გათვალისწინებული იქნება მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურაში
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, საშტატო ნუსხის მიხედვით, გათვალისწინებულია 9 სამსახური და სავარაუდოდ, 170 პროფესიული საჯარო მოხელე.
_ საკრებულო განიხილავს საშტატო ნუსხას, როცა ოფიციალურად შემოვა საკრებულოში, თავის მოსაზრებებს გამოთქვამს და შესაბამისად, მიიღებს გადაწყვეტილებას, _ამბობს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე.