ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში დაანონსებული რეორგანიზაციის შედეგად ირკვევა, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს.
ხსენებული რეორგანიზაციის შედეგად მერიის იურიდიული და ადმინისტრაციული სამსახურები გაერთიანდა, რომელსაც შოთა ჩაგუნავა უხელმძღვანელებს. იგი მანამდე იურიდიული სამსახურის უფროსი იყო.
ირკევა, რომ კონკურსის წესით შეირჩევა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი. წლების განმავლობაში ამ პოსტს ლევან ჩხაიძე იკავებდა. გავრცელებული ინფორმაციით, ასევე კონკურსი ცხადდება მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურსი უფროსის თანამდებობაზე, რომელსაც 2018 წლიდან მოყოლებული ია ჩხაიძე ხელმძღვანელობს.
როგორც საკრებულოს ბოლო სხდომაზე გაჟღერდა, იგეგმება, რომ ზედამხედველობის სამსახური მერიის შიდა სტრუქტურიდან გავიდეს და სამომავლოდ ცალკე ა(ა)იპ-ად ჩამოყალიბდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მერიაში სამსახურის უფროსის თანამდებობებს ინარჩუნებენ თამარ ფირცხალაიშვილი (სოციალური სამსახური), დავით პატარაია (სამხედრო სამსახური), როლანდ ლაშხია (საფინანსო სამსახური) და მამუკა ვადაჭკორია (ქონების სამსახური). რაც შეეხება შიდა აუდიტის სამსახურს, ჯერჯერობით უცნობია გია ნაჭყებიას ჩაანაცვლებენ თუ არა ახალი კადრით.
ავტორი