საქართველო 18 მაისს ეროვნული სამოსის დღეს აღნიშნავს.
საქართველო წელს პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო ეროვნული სამოსის დღეს მასშტაბური ღონისძიებების გარეშე აღნიშნავს. ამ პროექტის ორგანიზატორები დღის აღნიშვნის მსურველებს ფეისბუკ გამოწვევას სთავაზობენ:
„ერთად ვაქციოთ ეროვნული სამოსის დღე მთელინ მსოფლიოსთვის ულამაზეს კოსტუმირებულ დღესასწაულად. ვისაც გაქვთ ნებისმიერი ეროვნების ისტორიული სამოსით გადაღებული ფოტო, ატვირთეთ თქვენს სოციალურ ქსელებში ჰეშთეგით #18მაისისამოსისდღე #გააცოცხლეისტორია დაურთეთ ეს ტექსტი და მონიშნეთ თქვენი 3 მეგობარი“.
































































