ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის სამუშაო ვიზიტისას ცნობილი გახდა, რომ საქართველო საბიუჯეტო დახმარების სახით მსოფლიო ბანკისგან 100 მილიონ დოლარს მიიღებს. ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ სირილ მიულერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ საგაზაფხულო შეხვედრაში მონაწილეობს და საქართველოს მაკროეკონომიკურ საკითხებისა და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ შეხვედრებს მართავს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და ერძო ინვესტორებთან.
„მთავრობის რეფორმების მხარდასაჭერად, ჩვენ ძალიან მალე ველოდებით 50 მლნ აშშ დოლარის ოდენობის საბიუჯეტო დახმარების ჩარიცხვას მსოფლიო ბანკისგან. ამავე დროს, აღნიშნული საფინანსო ინსტიტუტიდან ზაფხულის მეორე ნახევარშიც ამდენივეს მიღებაა განსაზღვრული“,– განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.